როგორც გიგა ოთხოზორიას დედა აცხადებს, კანჯი-ოღლი კვლავ ჩვეულებრივად ცხოვრობს, დადის ქორწილებში, უფრო მეტიც , ის დააწინაურეს და სამსახურში, ოჩამჩირეში , სადაც მუშაობს, ბინაც აქვს.
მოკლული ახალგაზრდას დედის თქმით, „ქართველის მკვლელობისთვის აფხაზებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, რაც დანაშაულია და ასე არ უნდა ხდებოდეს.“
გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, კანჯი-ოღლიზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადება დაგვიანებული და ამავდროულად ფიქტიურია, რადგან რუსეთი საერთაშორისო მოთხოვნას არ გაითვალისწინებს.
ოთხოზორიას ოჯახს გამოძიებასთანაც აქვს პრეტენზია. გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, საქმეში არ ფიგურირებენ ის პირები, რომლებიც მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ მის შვილს.
გიგია ოთხოზორიას დედა საქართველოს ხელისუფლებას ქმედებებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც, რათა რუსეთის ხელისუფლბემას საქართველოსთვის მკვლელის გადმოცემა აიძულონ.
შეგახსენებთ, გალის რაიონიდან დევნილი 31 წლის გიგა ოთხოზორია 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვერაგულად მოკლეს.
ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. პროკურატურის ინფორმნაციით, რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მას სასჯელი დაუმძიმა და14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კანჯი-ოღლიზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლს გასული წლის მაისში მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






