ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამწლიანი სამთავრობო სტრატეგია სახელმწიფო კომისიების სხდომაზე დაამტკიცეს
პოლიტიკა - 11:42, 18 Mar, 2017     1251

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიამ დაამტკიცა საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
სხდომაზე, ასევე დამტკიცდა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია".

"ცნობად მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო დოკუმენტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმაციის მიწოდების კუთხით, იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.“- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ვიქტორ დოლიძის თქმით სამოქმედო გეგმას ჯერ კიდევ ერთი პროცედურა აქვს გასავლელი და ის მთავრობამაც უნდა დაამტკიცოს.

კომისიამ დღესვე მოისმინა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გასული წლის სხდომაზე, ისე - ევროკომისიის ანგარიშში.

კომისიის შეფასებით, წარმატებით განხორციელდა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმაც.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინა ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42