მაია ბითაძე სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება
პოლიტიკა - 21:04, 17 Mar, 2017     1212
სტოკჰოლმში, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე შვედეთის გარემოსა და ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანს- პერ ანქუისტს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძე და შვედეთის ბირთვული უსაფრთხოების მარეგულირებელი სააგენტოს დირექტორის მოადგილე ფრედერიკ ჰასენი.

მხარეებმა შვედეთსა და საქართველოს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, როგორც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, ასევე, იმსჯელეს გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირების ორჰუსის კონვენციით დადგენილი მექანიზმების მნიშვნელობაზე.

მაია ბითაძემ მასპინძლებს გააცნო ის ძირეული რეფორმები, რაც საქართველომ ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ინსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით. შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა იმ ძირეულ გარემოსდაცვითი მმართველობის რეფორმებს, რასაც საქართველო ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების აღსრულების თვალსაზრისით. მათ შორის, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მნიშვნელობას ორჰუსის კონვენციისა და ევროდირექტივების შესრულების მხრივ.

ამასთან, ოფიციალური შეხვედრის დროს, მხარეებს შორის, მიღწეულ იქნა საბოლოო შეთანხმება, ახალი, მრავალწლიანი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის მხარდაჭერით განახორციელებენ შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი სააგენტო და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში რადიაციული ნარჩენების ახალი, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის საცავისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე დაბა ანასეულში რადიაქტიური ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების სრულყოფილი შეფასება, ნარჩენების შემდგომი უსაფრთხო მართვის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42