დამატებითი უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს- რას გულისხმობს "მინი სტრასბურგის მოდელი"
პოლიტიკა - 17:36, 17 Mar, 2017     1495
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას დღეს კომისიის რამდენიმე წევრმა ახალი ინიციატივით მიმართა, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამატებითი უფლების მინიჭებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც მას შეეძლება საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონსტიტუციასთან შესაბამისობა შეამოწმოს. ამ საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი ვახუშტი მენაბდესა და სახალხო დამცველის პარალელურად კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძეცაა. მისი თქმით ამ ცვლილების მთავარი მიზანი არის არა ის რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მიმართვიანობა შემცირდეს, არამედ ის რომ გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეების დაცულობის საკითხი თვითონ ქვეყნის შიგნითვე:

„საერთო სასამართლოები თავიანთი გადაწყვეტილების მიღებისას იყენებენ კანონების ამა თუ იმ ნორმებს და მათ არცთუ იშვიათად უწევთ ნორმების ინტერპრეტაცია, თუ რა იგულისხმება ამ კონკრეტულ ნორმაში. სავსებით შესაძლებელია, რომ ნორმის ინტერპრეტაცია შესაბამისობაში არ იყოს კონსტიტუციასთნ. კონსტიტუციასთან შესაბამისობა თავისთავში მოიცავს აგრეთვე საერთაშორისო შეთანხნებებთან თანხვედრასაც და მათი გათვალისწინების ვალდებულებასაც. დგება ხშირად საკითხი რამდენად შესაბამისობაშია სასამართლო გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან. ინიციატივა გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმ უფლების მინიჭებას, რომ მან განიხილოს ყველა სასამართლო ინსტანცია გავლილი გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა და შეამოწმოს ხომ არ იყო ნორმის ინტერპრეტაცია არაკონსტიტუციური. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთი რამ აღმოაჩინა, მაშინ ის გააუქმებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად ეს იქნება ახალი გარემოება და სასამართლო ვალდებული იქნება ხელახლა განიხილოს ეს საქმე. ამით არ ხდება სტრასბურგის სასამართლოს ჩანაცვლება, მაგრამ შესაძლებელი იქნება, რომ რიგი საკითხები აღარ გახდეს სტრასბურგში განსახილველი. ჩვენთვის მთავარია არა სტრასბურგში მიმართვიანობის შემცირება, არამედ ამით გაიზრდება საქართველოს მოქალაქეების დაცულობის ხარისხიც.“- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42