გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 16:59, 17 Mar, 2017     1037
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოსთან შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ გაამახვილა ყურადღება, დაგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი შეიარაღების შეტანა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებული ე.წ ხელშეკრულება.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას ისაუბრეს ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტიანად დაიძლიოს.

საქართველოს პრეზიდენტმა უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა ასევე უნგრეთის იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ეკონომიკურ-სავაჭრო, კულტურულ და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42