ხელისუფლების ოპონენტები მმართველ ძალას, აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისი არაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ საკითხი საერთაშორისო საზოგადოებისთვის აქტუალური იყოს.
ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ მთავრობა არ ბაძავს უკრაინას, რომელმაც მიაღწია იმას, რომ ყირიმის ოკუპაციის გამო რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ საკითხების ირგვლივ, არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში არ ჩასულა ვიზიტით. მას არც ერთ მსოფლიო ლიდერთან სატელეფონო ზარი არ განუხორციელებია მსოფლიო ლიდერთან, იმისთვის, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის დარაზმვა მოხდეს. სწორედ ამის ერთ-ერთი მიზეზია ის რომ მსოფლიო ლიდერები საუბრობენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ, იმაზე თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას, ამ აგრესიისგან დასახსნელად და სამწუხაროდ ისინი უკვე აღარ ახსენებენ საქართველოს"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აღნიშნავენ, რომ "ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები რუსეთს ჩააბარა".
"რუსეთს ფედერაცია კიდევ უფრო აგრესიულად უტევს საქართველოს. ერთადერთი გზა ამ ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოსვლისთვის რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე უნდა შეიცვალოს და ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს თანმიმდევრული და ძალიან პრინციპული პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ გაჩერდეს ეს აგრესია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს"- განაცხადა აკო მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






