,,საქართველოს რეგიონების მილიტარიზაციით რუსეთი საერთაშორისო დღის წესრიგს არღვევს“
პოლიტიკა - 16:14, 17 Mar, 2017     1035
„ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, საჭიროებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაგმობას. ჩვენ ყველა საეთაშორისო ფორმატში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდის განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

აფახაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი საზენიტო-სარაკეტო დანადგარების შეტანას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანების შესახებ ე.წ. შეთანხმების საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველოს პოლიტიკა ორიენტირებულია კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საეთაშორისო ნორმებთან და პრინციპებთან და საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა და მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია.

„საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა პარტნიორების მხარდაჭერით რუსეთის ფედერაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა და მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია“-აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას ხაზი გაუსვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

„უნგრეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი და მტკიცე მხარდამჭერია და მომავალშიც დარჩება“- აღნიშნა მან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი და ყველა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც მსოფლიოს ბევრად უკეთესს გახდიდა.

პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლს „ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს, მხარს ვუჭერთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შენარჩუნებას“ - განაცხადა სიიარტომ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის 14 მოქალაქეა ჩართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42