„ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ მისცენ შეფასება რუსეთის ამ ქმედებებს და მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
განათლების მინისტრის შეფასებით, რუსეთის მსგავს ქმედებას საქართველო დიპლომატიური არხებით ებრძვის.
„ეს მიანიშნებს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებას. რაც შეხება ნაბიჯებს, ჩვენ ცალსახად დიპლომატიური არხებით ვებრძვით ასეთ ამბებს,“ - განაცხადა ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძის თქმით, მსგავსი ნაბიჯები რუსეთს ბუმერანგივით უკან შემოუბრუნდება.
„ჯერ ერთი, ეს რუსეთს ბუმერანგივით შემოუბრუნდება უკან. არანაირი დარაზული კარები, არანაირი სამხედრო აღმშენებლობა, არანაირი მილიტარიზაცია, არანაირი კონტაქტების აკრძალვა ხალხებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, არ და ვერ შეაჩერებს ხალხის სწრაფვას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტის ბოლო-ბოლო აღდგენილი იქნას,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ფინანასთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯები ვერ გამოიწვევს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შენელებას.
„არ მგონია, რომ ამ ქმედებებმა გამოიწვიოს ჩვენი ინტეგრაციის პროცესის შენელება ევროკავშირთან რაიმე სახით, იმიტომ, რომ ჩვენ კარგი მეგობრები და მხარდამჭერები გვყავს. ჩვენ ჩვენი მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად, ეს არის ჩვენი სუვერენული უფლებების დარღვევა,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






