,,ქუმსიშვილს და კვირიკაშვილს არ სურთ მოიკლონ კეთილდღეობა - პრემიები და ჩაწყობილი ტენდერები“ - ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრს პასუხობს
პოლიტიკა - 15:27, 17 Mar, 2017     1397
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრის დამიტრი ქუმსიშვილის განცხადებას ეხმაურება.

როგორც პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი იქნება ის თანხა, რაც შეიძლება ბიუჯეტს დააკლდეს, რისი რეზერვიც ბიუჯეტში არსებობს, მაგრამ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს არ სურთ კეთილდღეობის მოკლება.

,,საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას. მან განაცხადა, რომ შეუძლებელია ბიუჯეტის ისე შეკვეცა, რომ ,,ევროპული საქართველოს’’ მიერ წარდგენილი საგადასახადო ინიციატივები განხორციელდეს. საგადასახადო ინიციატივები გულისხმობს რამდენიმე მიმართულებით გადასახადების შემცირებას ან საერთოდ გაუქმებას. ჩვენ, გვინდა, ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ბატონ ქუმსიშვილს შეეშალა დათვლა. ჩვენი საგადასახადო ინიციატივები არ ითვალისწინებს მილიარდ ნახევრით ბიუჯეტის შემცირებას. დაახლოებით მილიარდ ორასი მილიონი იქნება ის თანხა, რაც შეიძლება ბიუჯეტს დააკლდეს, მაგრამ ეს რეზერვი ბიუჯეტში ნამდვილად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ უკიდეგანოდ არის გაზრდილი ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრების, ჩინოვნიკების ხელფასები. ქუმსიშვილის პასუხი მიუთითებს ერთ რამეს, ის თავდაცვით პოზიციაშია. კატეგორიულად არ უნდა არც ქუმსიშვილს, არც ბატონ კვირიკაშვილს და არც სხვა მინისტრებს მოიკლონ საკუთარი კეთილდღეობა, პრემიები, დანამატები, ჩაწყობილი ტენდერები, კორუფციის შედეგად გაზრდილი პირადი სარგებელი და ამისათვის ისინი კვლავ ცდილობენ, რომ მძიმე გადასახადებით მოახრჩონ მცირე და საშუალო ბიზნესი“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ქუმსიშვილმა 2016 წლის სექტემბერში, პარლამენტში წარმოადგინა 2017 წლის ბიუჯეტის ის ვარიანტი, რომელიც საბოლოოდ დამტკიცებულ, დღეს მოქმედ ვარიანტზე მილიარდ ორასი მილიონით ნაკლებ ხარჯს ითვალისწინებდა

,,მინდა დავსვა კითხვა, თუ კი შესაძლებელი იყო 2016 წლის სექტემბერში დაგეგმილიყო 2017 წლის ბიუჯეტი ისე, რომ არ გაზრდილიყო მილიარდზე მეტით ხარჯი, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ივანიშვილის ბიუროკრატიამ ეს ხარჯი მოიკლოს? საზოგადოებას შევახსენებ, ეს მილიარდზე მეტი ნამატი არ ითვალისწინებდა ერთი თეთრითაც კი პენსიის მატებას, არ ითვალისწინებდა პოლიციელებისათვის ხელფასის მატებას. ანუ ისევ ეს ნამატი, რომელიც საბოლოოდ დაუმატა ,,ქართულმა ოცნებამ’’ და რომელიც საბოლოო ჯამში მოპარეს სწორედ ხალხს ჯიბიდან, წაართვეს გაზრდილი გადასახადების სახით მცირე და საშუალო ბიზნესს, ეს ფული ისევ და ისევ მიმართეს საკუთარ პირად კეთილდღეობაზე და იმ ტიპის პროგრამებზე, საიდანაც სარგებელს მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები ნახულობენ“ - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

,,ევროპული საქართველოს“ წევრის განმარტებით, მათ მიერ წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და არა სოციალურ ხარჯებს.

,,ჩვენ გვაქვს გაკეთებული ძალიან მკაფიო დათვლა რას რა შეიძლება მოაკლდეს იმისათვის, რომ მილიარდ ორას მილიონამდე ხარჯი იქნას შეკვეცილი ბიუჯეტში. ეს არ ითვალისწინებს ჯანდაცვის ან განათლების ხარჯების შეკვეცას, მთლიანად აქ აქცენტი გაკეთებულია ბიუროკრატიული სამთავრობო ადმინისტრაციული ხარჯის შეკვეცაზე და იმაზე, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ ვერ შეძლოს გადასახადების გაზრდით მცირე და საშუალო ბიზნესზე წურბელასავით კისერზე დაჯდომით საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების გაზრდა. დეკემბერში, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტი და ეს რიცხვები ეყრდნობა სწორედ ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული ბიუჯეტის მონაცემებს. დღესაც, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ კი ,,ქართული ოცნება’’ რეალურად თავად შემოიჭერს ქამრებს და არა ხალხს, მაშინ შესაძლებელია განხორციელდეს აღნიშნული პროგრამა, რითაც აუცილებლად მივიღებთ ეკონომიკურ ზრდას, ფასების დასტაბილურებას და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას. ჩვენ ინიციატივები გუშინ უკვე დავარეგისტრირეთ პარლამენტში და ბუნებრივია, გაგრძელდება ჩვენს მიერ ამ ინიციატივების გაცნობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ თავისუფლად შესაძლებელია ამ ყველაფრის შესრულება’’,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42