“მზად ვარ, სულითა და გულით ჩავერთო ფონდის საქმიანობაში და თანადგომა გავუწიო ნებისმიერი მიმართულებით“- სიორიძე
პოლიტიკა - 15:16, 17 Mar, 2017     1700
ქალაქ ოზურგეთში ფონდ ,,გურული დღიურების “ პრეზენტაცია გაიმართა. მისმა დამაარსებელმა, მწერალმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ასევე ფონდის წევრებმა საზოგადოებას ფონდის საქველმოქმედო მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრეს.

პრეზენტაციას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,გურული დღიურების “ ფონდის ძირითადი მიმართულება ნიჭიერ მოსწავლეთა დაფინანსება და განათლების ხელშეწყობაა.

აღნიშნული ფონდი, რომელშიც შემოწირულობებთან ერთად, წიგნებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი ირიცხება, სამ ოზურგეთელ ბავშვს ყოველთვიურ სტიპენდიას გადაუხდის.

სოციალურად დაუცველი დები, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლია და ნია გეგიაძეები ფონდიდან ყოველთვიურად 50-50 ლარს მიიღებენ, ხოლო პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ქობულაძე -100 ლარს.

,,მართლაც ძალიან კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. დაფუძნდა ფონდი, რომელიც წარჩინებულ მოსწავლეებს წაახალისებს და განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს. მზად ვარ, სულითა და გულით ჩავერთო ფონდის საქმიანობაში და თანადგომა გავუწიო ნებისმიერი მიმართულებით.“ - განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ.

,,მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვნახეთ სამი ძალიან გახარებული ახალგაზრდა, რომელიც გამორჩეულია კარგი სწავლით, რაც ძალიან მახარებს. მეორე მხრივ, კარგია, რომ ასეთი ფონდი დაფუძნდა, რომელიც სწორედ განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. ასევე ძალიან კარგია, რომ ქალაქ ოზურგეთის მერია, სახელმწიფო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთნენ ფონდის მხარდაჭერის მიმართულებით.“ - აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

გურიის რეგიონის შემდეგ, ,, გურული დღიურების“ ფონდის წევრები შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42