მინი სტრასბურგის მოდელი საქართველოში - ახალი ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიაში
პოლიტიკა - 14:40, 17 Mar, 2017     2181
მინი სტრასბურგის მოედლი საქართველოში - ეს ინიციტიავა კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს ეკუთვნის, რომლითაც მან საკონსტიტუციო კომისიას მიმართა.

კომისია ამის შესაძლებლობას განიხილავს, კერძოდ ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სტრუქტურა, ე.წ. მინი სტრასბურგის მოდელი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, გადახედოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებას. ეს უნდა უკავაშირდებოდეს ადამიანის უფლებებს.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ თუ წინადადება ძალაში შევა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს სარჩელების რაოდენობას ევროპულ სასამართლოში. ამას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძის პარტიიდან. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამ წინადადებაზე მსჯელობა არასერიოზულია.

,,ეს შეიძლება იყოს მინი სტრასბუგის მოდელი, რაც ქვეყანას დაეხმარბა იმაში რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რათა ადგილზე მოხდეს, ადამიანსი უფლებებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება“ - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

,,ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან როგორი შიდასახელმწიფოებრივი ახალი მექანიზმიც არ უნდა შეიქმნას საქართველოში, ადამიანის უფლებათა სასამართლო არის ამ საშუალებების ამოწურვის შემდეგომ ბოლო ინსტანცია, რომელიც განიხილავს ევროკონვენციასთან შესაბამისობას სხვადასხვა გადაწყვეტილებების. ამიტომ სტრასვბურგის სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს“ - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

,,დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს არის ქართული მოდელი, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს ანალოგია, სადაც შესაძლებელი ხდება, რომ არა მხოლოდ ნორმატიული აქტების რევიზია მოახდინოს საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლომ, არამედ საბოლოო სასამართლო აქტებისაც.

,,ეს იმას ნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, ვის მიმართაც არის დადგენილი და თუ ის არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და თუ ის თვლის რომ მისი უფლებები დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, მას უფლება ექნება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იქნება, შესაბამის კოლეგიაზე დაყრდნობით იმსჯელოს, დაირღვა თუ არა მისი უფლებები კონსტიტუციასთან მიმართებაში“ - ამბობს ლორთქიფანიძე.

,,ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს არის კომპლექსური მსეჯლობის საკითხი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ამ ინიციატივით არ უნდა მოხდეს ფუნქციების დუბლირება უზენაეს სასამართლოსთან.

,,ამაზე ჩვენ გვჭირდება ღრმა სისტემური ანალიზი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნივერსალური ფუნქცია კონსტიტუცოური მართლმსაჯულების განხორციელების. ჩვენ რომ შევძინოთ ის ფუნქციები, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვა დაიწყოს, ანუ ერთგავრი მინი მოდელი შეიქმნას სტრასბურგის სასამართლოსი, ეს მარტივი თემა არ არის. დუბლირების პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, რადგან გადაწყვეტილების გადასინჯვას ჩვენ დავამატეთ კიდევ რამდენიმე წესი და ამას ახორციელებს უზენაესი სასამართლო. მე მგონია, რომ ცოტა ნაჩქარევია ეს პოზიცია“ - აცხადებს ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42