”ყველამ გაიგო ეს თემა, ყველამ იცის უკვე ნაზღაიძესთან დადებული საეჭვო და კორუფციული გარიგება, მაგრამ ვერ გაიგო ერთმა კაცმა, ამ კაცს ჰქვია დავით ნარმანია. ჩვენ ავუხსენით საერთაშორისო ორგანიზაციებს, მისი და მთავრობის დანაშაულებრივი საქციელი,“ - განცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.
დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობას აყენებს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მარინა დათუკიშვილი.
“ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია მერიაში არსებულ ზღვარ გადასულ კორუფციაზე, თავხედობაზე. როდესაც თბილისი მერი ამბობს, რომ მას კანონი არაფრად მიაჩნია და ის გადაწყვეტს როდის მოვიდეს და როდის გამოუშვას თანამშრომლები საკრებულოში“ - აღნიშნა დათუკიშვილმა.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, თბილისის მერს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
“მერს გვინდა შევახსენოთ რომ, ეს პოლიტიკური შოუ კი არ არის, ჩვენ ვართ პოლიტიკურად ძალიან პრინციპულები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით და მას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემა,“ - აღნიშნა სამნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






