გიორგი მარგველაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს
პოლიტიკა - 12:45, 17 Mar, 2017     1587
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის დასასრულს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილს აკადემიის რექტორმა ურხან ალეკპეროვმა პირადად უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.

ურხან ალეკპეროვმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.

გიორგი მარგველაშვილმა აკადემიის ხელმძღვანელობას დაფასებისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფოს დინამიური განვითარებისათვის განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ორი სახელმწიფოს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე გაამახვილა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.

ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ ჩადებულმა თანამშრომლობის ფუნდამენტმა სახელმწიფო ლიდერებს - ედუარდ შევარდნაძესა და ჰეიდარ ალიევს რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების საშუალება მისცა, რამაც საქართველოს, აზერბაიჯანსა და მთელ რეგიონს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი არა მხოლოდ თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით, არამედ ავსებენ ერთმანეთს და ახალ შესაძლებლობებს უხსნიან.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, საქართველო ქმნის აზერბაიჯანის მდიდარი ენერგორესურსების ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფართომაშტაბურ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს; მათ შორის, საუბარი შეეხო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებს, ასევე ახალი აბრეშუმის გზის პროექტს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მუდმივად განიხილავენ ახალ ინიციატივებს თანამშრომლობის განვითარებისათვის.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამ, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადაიყვანა და ამით ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აზერბაიჯანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვისაც ახალი შესაძლებლობები შექმნა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ახლა, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალ თაობას ენიჭება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42