გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის შეხვდა
პოლიტიკა - 11:37, 17 Mar, 2017     1133
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო აპრილის თვეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომლის ფარგლებში გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი, სადაც ქართველ ბიზნესმენებთან ერთად 50 მსხვილი უნგრული კომპანიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა და პიტერ სიიარტომ ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების აუცილებლობაზე და საინვესტიციო ურთიერთობების მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის კუთხით არსებული დინამიკა, რასაც, მხარეთა შეფასებით, ხელს უწყობს უნგრული ავიაკომპანია "ვიზიარის" დაბალბიუჯეტიანი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება. მისი განცხადებით, საქართველო მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და განაგრძობს ნატოს მიმართულებით სვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42