სხდომას 2017 წლის პარტიის ყრილობასა და შემდგომ, რაიონულ კონფერენციებზე არჩეული პოლიტიკური საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტიაში დაწყებული პროცესები მეტი ჩართულობისა და ღიაობის საწინდარია, რაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებსა და მათ ხელმძღვანელებს:
საგარეო ურთიერთობათა მიმართულებას სალომე სამადაშვილი უხელმძღვანელებს, ეკონომიკურ მიმარათულებას - რომან გოცირიძე, სამართლებრივი საკითხები - ლევან ბეჟაშვილი, ადამიანის უფლებები - მირდატ ქამადაძე, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები - პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტიკური მიმართულება - აკაკი მინაშვილი, რეგიონული მიმართულება - დავით კირკიტაძე, სტრატეგიულ კომუნიკაციების განსაზღვრას - ნინო კალანდაძე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერობა - კოტე იოსელიანი, განათლებას და მეცნიერებას - მარიკა გერსამია, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - გიორგი პატარია, თავდაცვისა და უშიშროების მიმართულებას გიორგი ბარამიძე, კრეატივი და ინოვაციები - ნინო ლაპიშვილი, ანტიკორუფციულს - გიორგი ონიანი, კულტურას - გიორგი როინიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






