ადამიანის უფლებები და სასამართლო- საკონსტიტუციო კომისია დღეს მორიგ შეხვედრას მართავს
პოლიტიკა - 10:52, 17 Mar, 2017     1077
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დღეს ადამიანის უფლებებისა და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოსვლას გეგმავს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, მისი თქმით, ეს შეეხება სასამართლო უფლებამოსილების გაფართოებას და ასევე აპირებს სამუშაო შეხვედრაზე მოსამართლეთა კარიერული წინსვლის საკითხი დააყენოს.

„მე ვფიქრობ რომ დავსვა საკითხი მოსამართლეთა კარიერული წინსვლისა. რაც გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ის პირი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა სულ ცოტა 3-4 წლის განმავლობაში“- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ სახალხო დამცველის საკითხზე გააკეთა აქცენტი, მისი თქმით ომბუდსმენის შესახებ კონსტიტუციურმა ნორმამ უნდა უზრუნველყოს ის რომ სახალხო დამცველი იყოს მაღალი დამოუკიდებლობის, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის წესით არჩეული თანამდებობის პირი:

„აქტუალური საკითხი ეს იქნება სახალხო დამცველის შესახებ კონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ რომ ეს იყოს მაღალი დამოუკიდებლობის, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის წესით არჩეული თანამდებობის პირი“- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკო მინაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვის მიზანს წარმოადგენს ის, რომ მათ კონსტიტუციაც და საერთოდ კანონმდებლობაც საკუთარ თავზე მოირგონ:

„ქართული ოცნება არაა ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და სახელმწიფოზე, მათი მთავარი მიზანია, რომ კონსტიტუციაც და საერთოდ კანონმდებლობაც მოირგონ საკუთარი თავზე. მთელი 4 წლის განმავლობაში მათი საქმიანობა არ ემსახურება დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების განვითარების საქმეს“- აღნიშნა აკო მინაშვილმა.

„მოძრაობა თავისუფლებისათვის- ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის თქმით უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანის უფლებების და სასამართლოს განვითარებასთან მიმართებაში არ მოხდეს კონსტიტუციაში უკვე არსებული სტანდარტის დაბლა დაწევა:

„რაც შეეხება უშუალოდ ადამიანის უფლებებს და სასამართლოს განვითარებას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს არსებული სტანდარტის დადაბლება, ჩვენ ვეწინააღმდეგებით კონსტიტუციაში ათასგვარი უაზრო ჩანაწერის გაჩენას, რომელიც რეალურად არანაირ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება.“- აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42