„მოიტანეთ 6 შუქნიშნის და 3 მაღაზიის ვიტრინის და პოლიციის მანქანების გარდა სხვა ვანდალიზმის აქტები“ - ქუცნაშვილი ბათუმის მოვლენებზე
პოლიტიკა - 10:24, 17 Mar, 2017     7963
ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ისაუბრა. ქუცნაშვილი ამბობს, რომ სამი ტიპის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა. მისი თქმით, ერთი არის ადმინისტრაციული ხასიათის, სისხლის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„რადგან ერთადერთი პოლიტიკური პარტია გამოიკვეთა, რომელიც სოლიდარული იყო მოძალადეების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ელექტორატი აჭარის რეგიონში მკვეთრად შემცირდება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება დამნაშავეს, ხოლო დანაშაულის აღკვეთაზე ხელისუფლებას.

ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის ამბების გამომწვევი მიზეზი სუს-სა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, პარლამენტის წევრი ამბობს, რომ გამოძიება ამას ნათელს მოჰფენს. თუმცა ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თეორიულ დონეზე არ გამორიცხავს, რომ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შორის არის კონკურენცია, მაგრამ მღებრიშვილის და გომელაური დონეზე ამ დაძაბულობას გამორიცხავს.

ქუცნაშვილის თქმით, დადგინდებიან ის პირები, ვინც არა მარტო ვანდალიზმში, არამედ დანაშაული იღებდნენ მონაწილეობას.

ზაქარია ქუცნაშვილი, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალურმოძრაობას აკისრებს.

„ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა,“ - აცხადებს ქუცნაშვილი.

დეპუტატი ბათუმის აქციის დაშლას „ჰუმანური ფორმით ჩატარებულ ოპერაციას“ უწოდებს.

„მოიტანეთ 6 შუქნიშნის და 3 მაღაზიის ვიტრინის გარდა და პოლიციის მანქანების გარდა სხვა ვანდალიზმის აქტები,“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილი.

მან ასევე დაამატა, რომ „ფაქტის გაზვიადებაა“, როდესაც მრავლობით რიცხვში ამბობენ, „ბათუმის მთელი ქუჩები ცეცხლში იწვოდა.“ ქუცნაშვილის განმარტებით, მოვლენები მხოლოდ პოლიციის შენობის გარშემო ვითარდებოდა.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42