სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია- გიორგი კვირიკაშვილმა დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა
პოლიტიკა - 18:05, 16 Mar, 2017     1277

საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია წარადგინა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას სტრატეგიის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით შესაძლებელი გახდება არსებითად შეიცვალოს საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა.
პრემიერის განმარტებით, გასული 4 წლის განმავლობაში სოფლის ხელშეწყობისთვის გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც შექმნა სრული საფუძველი სოფლის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სოფელი უნდა წარმოადგენდეს სივრცითი მოწყობითა და სწორი დაგეგმარებით შექმნილ მიზიდულობის ახალ ცენტრს, როდესაც ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით ისარგებლებენ, როგორც სოფლის მცხოვრებლები, ისე სოფელში ჩასული ტურისტები.
„თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებული გვაქვს აგრარული პოტენციალი, განვითარებული გვაქვს ტურიზმი და აგროტურიზმი. თანამედროვე სოფელში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის იქნება განათლება და ჯანდაცვა, სოფლის მცხოვრებლები ჩართულები იქნებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ღონისძიებებში. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე სოფელს, როცა ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ვაშენებთ ტექნოპარკებს. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას, “ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ადამიანი, რომელსაც, როგორც ქალაქად, ისე სოფლად ცხოვრების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას.
„სოფლის, ქალაქის, ქვეყნის ყველა მოსახლე მალე, სულ რამდენიმე დღეში ისარგებლებს უვიზო მიმოსვლის სიკეთით. ეს კიდევ ერთი ფურცელია საქართველოს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. ეს ის ახალი შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეექმნათ, რათა დაამყარონ კავშირები ევროპაში შესაძლო პარტნიორებთან, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გამოფენაში, შეიცნონ და გამოიყენონ ის ახალი შესაძლებლობები, რასაც უვიზო მიმოსვლა სთავაზობს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დიდი სტიმული იქნება სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის - სოფლებში ხელმისაწვდომი გახდება ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესდება წვდომა მომსახურების სფეროზე. მისივე თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეფექტურ კოორდინაციას გაუწევს როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რაც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს, დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42