"სერგეენკო ზუსტად იმ მოდელს დაუბრუნდა, რასაც ვითხოვდით"- ჭიაბერაშვილი მინისტრის ინიციატივას დაგვიანებულს უწოდებს
პოლიტიკა - 15:02, 16 Mar, 2017     1889

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებენ - შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.

მისი თქმით, საყოველთაო დაზღვევა იქნება დიფერენცირებული და ის ექვს სხვადასხვა კატეგორიაზე გადანაწილდება.

"ნიუპოსტმა" სერგეენკოს განცხადების შეფასება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჭიაბერაშვილს სთხოვა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დიფერენცირების აუცილებლობაზე ოპოზიცია ხელისუფლებას ბოლო 4 წელია აქტიურად აფრთხილებდა.

"დღეს, დავით სერგეენკო ზუსტად იმ მოდელს დაუბრუნდა, რაც 2012 წლისთვის არსებობდა, როდესაც სახელმწიფო მიზნობრივ ჯგუფებს ეხმარებოდა იმის მიხედვით, ვისაც უფრო მეტად სჭირდებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი ნაკლი აღმოჩნდა ის, რომ სახელმწიფო ერთი კრიტერიუმით ეხმარებოდა შედარებით შეძლებულს და ძალიან გაჭირვებულსაც. საბოლოო ჯამში, იმის გამო რომ ყველა პაციენტს საკუთარი ჯიბიდან უწევს თანხის დამატება, გაჭირვებულ ადამიანს არ ჰქონდა ჯიბიდან დასამატებელი. ყველა კვლევამ აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფულს შედარებით შეძლებულები უფრო მოიხმარდნენ, ვიდრე გაჭირვებულები.

ცვლილება რომელიც სერგეენკომ დააანონსა, ორი ფაქტორითაა განპირობებული. პირველი: როგორც გითხარით გაჭირვებულებისთვის ძალიან მძიმე პირობები შეიქმნა, განსაკუთრებით მედიკამენტებზე ფასების ზრდის პირობებში და მეორე: საყოველთაო ჯანდაცვას ფული არ ჰყოფნის. ჩვენ ამას მმართველ გუნდს ოთხი წელია ვეუბნებით. უნდა დაუბრუნდეთ მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებას და როგორც იქნა ისინი ამ მოდელს დაუბრუნდნენ"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ზურა ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის წევრი შიშობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს.

"აქ არის მეორე კომპონენტი, შეძლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ამ ყველაფრის ადეკვატურად ადმინისტრირებას. აქამდე ადმინისტრირებას რომ ვუყურებ, იმხელა ქაოსი და პრობლემებია მენეჯმენტში, რომ ახლა როცა განსხვავებული მიზნობრივი ჯგუფები იქნება, კიდევ უფრო მეტი ქაოსი შეიქმნება. თუ უბრუნდებიან სწორ პრინციპს, მთავარია, როგორ მოხდება ამ ცვლილების ცხოვრებაში, პრაქტიკაში გატარება. ეს არის საყურადღებო და მას შემდეგ თვეებში ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ"- განმარტა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.

"ნიუპოსტი" მედიკამენტების კომპონენტი​ს საკითხითაც დაინტერესდა (მინისტრის თქმით, სახელმწიფო შემოიღებს ოთხი ქრონიკული დაავადების მიხედვით საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელზეც წვდომის საშუალება მიზნობრივი ჯგუფის ნაწილს ექნება).

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხები რომ მიზანშეწონილად დახარჯულიყო, ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შეიქნებოდა.

"არჩევნების წინ "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ პენსიონერებს, ქრონიკულად დაავადებულებს მედიკამენტებს დაუფინანსებდნენ, მაგრამ სინამდვილეში, რამდენადაც შემდგომი განმარტებები მოვისმინე, ისინი აპირებენ იმხელა ფილტრები ჩადონ, რომ 700 000 პენსიონერიდან მხოლოდ 30-40 000-ს ექნება მედიკამენტის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან. წინასაარჩევნოდ კი მეტს პირდებოდა ოცნება მათ. თუმცა, ეს რიცხვი არ არის ის, რაც ნორმალური ადმინისტრირების პირობებში შეიძლება მივიღოთ"- თქვა ჭიაბერასვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42