ამის შესახბ ინფორამციას „რადიო თავისუფლება“ იტყობინება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან პუტინის გადაწყვეტილებას მკვეთრი კრიტიკა 15 მარტს მოჰყვა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა წინადადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრირების შესახებ” - განუცხადა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადასძინა, რომ ვაშინგტონის პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით მკაფიოა - ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია.“
შეგახსენებთ, 14 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმება 2015 წლის მარტში ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა.
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი 15 მუხლისგან შედგება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ასევე რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას. ასევე , სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფებისა და უსაფრთხოების ორგანოების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას.
მასალის გამოყენების პირობები






