როგორც ირკვევა, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვეფხია ლომიძე, შპს "პირამიდის" 100%-იანი წილის მფლობელია და ამ კომპანიიდან ერთი წლის მანძილზე 56 000 ლარი აქვს აღებული.
ლომიძეს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 თებერვალს აქვს შევსებული.
გარდა შპს "პირამიდას“ გარდა ვეფხია ლომიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შპს "საბას" პარტნიორიაცაა, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში 10 ათასი ლარი აქვს აღებული.
არანაკლებ საინტერესოა იმ უძრავი ქონების ჩამონათვალი, რაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლის საკუთრებაშია.
ვეფხია ლომიძე ხუთი მიწის ნაკვეთის მფლობელია. დეკლარაციაში მოხვდა ერთი კომერციული ფართი თბილისში, სამი ბინა თბილისში, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, ასევე ერთსართულიანი სახლი ჯიქიას ქუჩაზე, არასაცხოვრებელი კომერციული ფართი ასევე ჯიქიას ქუცაზე და ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბორჯომში.
ვეფხია ლომიძის საკუთრებაშია 2010 წელს შეძენილი BMW-ს მარკის ავტომობილი დეკლარაციის მიხედვით, ავტომობილში მან რაშიც 11 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რანგში მიღბულ ანაზღაურებას, მოსამართლემ 2016 წლის თებერვლიდან 2013 წლის 31 დეკემბრამდე 50 400 ლარი აიღო.
ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
ჟურნალისტის ვაჟი 13 მარტს დააკავეს.
დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების, შეძენას, შენახვას ედავება.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და მეორე დღეა შიმშილობს.



მასალის გამოყენების პირობები






