"პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმა" - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ინსტიტუტის დაკნინების გამო აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:33, 16 Mar, 2017     1203
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებების შეკვეცა და არჩევის წესის შეცვლა კვლავ აქტიურად განიხილება.

ოპოზიცია მმართველ პარტიას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაში ადანაშაულებს. პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე სწორედ პრეზიდენტის ინტიტუტია.

„დღეს ხდება თავდასხმა იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც არ ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ დიქტატურას და მის მმართველობას. საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი სამიზნე არის სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი. კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტით ფაქტობრივად ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების მთლიანად შეკვეცა. ხდება ქართველი ხალხისთვის უფლების წართმევა, აირჩიოს პრეზიდენტი. ეს ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის კიდევ უფრო შეზღუდვას“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე, თვლის, რომ ქვეყანაში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი არსებობა აუცილებელია, რათა საქართველომ დემოკრატიული განვითარება შეძლოს.

"საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყნის მთავრობა, ერთი ადამიანის ნება-სურვილების შემსრულებელია, სადაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობის საქმიანობის კონტროლს და მას ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს უფლება დააყენოს არაეფექტური მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ პირობებში რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრეზიდენტის არსებობა, რომელიც შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი გარანტი ქვეყნის სწორი განვითარების და სწორი მიმართულებით წაყვანის. სწორედ ეს არის ის რაც ხელს უშლის ქართულ ოცნებას ხელისუფლების სრულად მონოპოლიზაცია მოახდინოს"- თქვა აბესაძემ.

ლეიბორისტულ პარტიაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ.

"პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული და უნდა იყოს ძლიერი ფიგურა, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები ექნება და არ იქნება მხოლოდ მედიატორი და იქნება ფუნქციური პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს იმ უმწვავეს სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც დღეს ქვეყანას აწუხებს. ქვეყანა არაფორმალური მმართველის ქვეშ არ უნდა იყოს"- განაცხადა გიორგი გუგავამ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა. კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შესახებ, უკვე მიღებულია.

„გარკვეული სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად კარგი იქნებოდა 2018-ში ჩატარებულიყო პირდაპირ და შემდეგ გარდამავალ დებულებებში ჩაგვედო, რომ ჩატარებულიყო არაპირდაპირი წესით არჩევნები. ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურ თანხვედრაშია ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის პრინციპებთან,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42