საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესზე იმსჯელებს
პოლიტიკა - 10:20, 16 Mar, 2017     1187
პარლამენტში დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ჯგუფის წევრები პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესზე ისაუბრებენ.

მმართველი გუნდის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება რომ 2018 წელს პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნეს არჩეული, მომდევნო არჩევნები კი საპარლამენტო რესპუბლიკის შესაბამისი ფორმით ჩატარდება. უმრავლესობის ინიციატივით, პრეზიდენტს შესაძლოა, შეწყალების კანონზე ვეტოს დადებისა და ორმაგ მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაზე პრემიერის თანხმობა დასჭირდეს. ახალი შეთავაზებით, პრეზიდენტს კონტრასიგნაციის გარეშე მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის პრემიერობის კანდიდატის წარდგენის, პარლამენტის დათხოვნის და საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლების დანიშვნის უფლებამოსილება რჩება. პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ჩამონათვალშია უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხიც.

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასა და უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია, მათი თქმით ეს იმისთვის კეთდება, რომ ივანიშვილმა გავლენა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე მოიპოვოს.

პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასა და მისი უფლებების შეკვეცას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორი.

საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტს შეკვეცის ნაცვლად უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული აზრი სამომავლოდ არ იქნება გათვალისწინებული, არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალში საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42