„გუგლი“ მოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება წაიკითხეთ - კახა კალაძე
პოლიტიკა - 20:15, 15 Mar, 2017     12752

ვიცე პრემიერ კახა კალაძეს ”იმედის” ეთერში ბათუმის მოვლენებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტების გაკეთება მოუწია.

ენერგეტიკის მინისტრმა ღია ეთერში თქვა, რომ დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, რაც ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა გააპროტესტა და მინისტრს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

მმართველი გუნდის ლიდერი კი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. კალაძე ოპონენტებს "გუგლის" გამოყენებას, ეთნიკური ჯგუფის მოძიებას და განმატტების წაკითხვას ურჩევს:


"ვეხმაურები ამ კონკრეტულ ფრაზას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა,ბათუმელები შეაწუხეს ეს რამდენიმე დღე ერთი და იგივეს ტრიალით და სიცრუის ტირაჟირებით ძალიან კარგად ვიცი რამდენად სენსიტიური თემაა ეს თითოეული აჭარელისთვის.

1. ეთნიკური დაპირისპირების მცდელობის პროვოცირების შესახებ ჩემი ნათქვამი იქნებოდა ჩვეულებრივი ფრაზა,რომ

არა მცდელობა რამდენიმე გაკოტრებული პოლიტიკოსისგან და მათთან ასოცირებული ჟურნალისტებისგან ამ ფრაზისთვის თავისთვის სასურველი ინტერპრეტაცია მიეცათ.

2. ასე რომ მგონი ვინც ეს დღეებია ჩემი ამ ფრაზით ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან აჭარის მოსახლეობის წინაშე.

3. კიდევ ერთხელ ავხსნი იმას რაც ვთქვი, ამჯერად წერილობით, იმ იმედით, რომ უფრო გასაგები იქნება მათთვის, ვინც ვერ გაიგო,- თათრის ძახილი, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო ვითომ ეთნიკური ელფერი მიეცათ დაგეგმილი კონფრონტაციისთვის- დაეპირისპირებინათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა ერთმანეთთან კუთხურობის, მეტიც კონფესიურობის ნიშნის მიხედვით ყველაზე საზიზღარი ფორმით- დამაკნინებელი წოდებით „თათარი“, რომელიც თავისთავად ცხადია ეთნიკურად თათრებს არ გულისხმობს , და ამის საფუძველზე ვიღაც ჟურნალისტის კონკრეტული პარტიული ინტერესის გამო აგორებულ კამპანიას აყვა ყველა ის, ვისაც თავის წარმოჩენის სურვილი გაუჩნდა. სამწუხაროა ხალხის ნერვებზე ასეთი ფორმით თამაში. თორემ პირადად ჩემს ნერვებს ცილისწამება და სიცრუე ვერც აქამდე აკლებდა რამეს, ვერც მომავალში გავახარებ მსურველებს.

4. და ბოლოს - ისევ და ისევ გუგლიმოიხმარეთ, ეთნიკური ჯგუფი მოიძიეთ და განმარტება დაკვირვებით წაიკითხეთ.

მგონი ყველასთვის გასაგებია ხომ რატომ აირჩა შეურაცხყოფისთვის და დაძაბულობის კერის შესაქმნელად სიტყვა თათარი?
სამწუხაროა -ის რაც მტერმა ვერ მოახერხა ბათუმში , თავისი პირადი ამბიციების და ინტერესების გამო გაატირაჟა რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა. ცოტა ფრთხილად ბატონებო ქვეყნის მოსახლეობის გამოყენებისას ასეთ მტკივნეულ და საჩოთირო თემებში!"- აცხადებს ვიცე პრემიერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42