"ნურავის მოატყუებს ჩვენი ჰუმანური სახე"- პრემიერი ბათუმის მოვლენებზე
პოლიტიკა - 20:15, 15 Mar, 2017     4467

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბათუმში იმყოფება. მან აჭარაში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მისი თქმით, მომხდარზე უფრო ღღმა გამოძიება მიმდინარეობს.

„​გამოძიება მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისიხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, რომელმაც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე - ეს არის ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი, როგორც აქციის მონაწილე, ასევე, მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ბათუმის მოვლენებისას სახელმწიფომ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა.

„როცა დაიძაბა სიტუაცია, გვედო პულსზე ხელი და ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას, თუ როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ამ დიდ გამოწვევას. შევინარჩუნეთ სტაბილურობა ისე, რომ არ გავთელეთ ადამიანის უფლებები, არ გავარდა სპეცრაზმი, როგორც ეს ადრე იყო და არაერთხელ გვინახავს და, სხვათა შორის, ისიც ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის დილამდე შენაჩუნებას. ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებდნენ ამ მუხტის შენარჩუნებას დილამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, მუხტი პროტესტის ქვეყანაში არ არსებობს და ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი, დაინახეს მათ, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ დაანახა ადამიანური სახე.

"ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, იმიტომ, რომ სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილი დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42