ევა გოცირიძე "რუსთავი2"-ის საქმის გამო სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 13:02, 15 Mar, 2017     4605

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ევროსასამართლოს წევრობის დაწუნებულ კანდიდატთაგან ერთერთი სტრასბურგის სასამართლოს აკრიტიკებს, მიზეზი რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერებაა.

ევა გოცირიძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროპამ მეოთხე ინსტანციის როლი შეასრულა, დაარღვია ბალანსი უფლებებს შორის და ეს ყველაფერი სპეკულაციებზე დაყრდნობით გააკეთა.

„პირადად ჩემი აზრით, ხსენებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სცილდება ადამიანის უფლებათა დაცულობაზე ევროპული კონტროლის დამკვიდრებულ ფარგლებს, იმავდროულად არღვევს სუბსიდიურობის პრინციპს, რომელსაც კონვენცია ემყარება, სტრასბურგის სასამართლოს უთავსებს მე-4 ინსტანციის სასამართლოს როლს და შეუძლია გამოიწვიოს არა ერთი პრაქტიკული სირთულე.

"ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე, რომლებიც ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს ათწლეულების განმავლობაში არსებულ სამართლებრივ გაურკვევლობას, გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართული სამართლებრივი სისტემისაგან.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება ეროვნული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა აღსრულების დაბრკოლებას, რომლებითაც ცალკეული მესაკუთრეების ქონებრივი უფლებები ისედაც დიდი ხნის დაგვიანებით აღდგა. აღსრულების შეჩერება სინამდვილეში მხოლოდ სპეკულაციების ნიაღვარს ემყარება, მავანთა მიერ რომ არის ინსპირირებული და მხარდაჭერილი,“ - წერს ევა გოცირიძე.

წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42