15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
პოლიტიკა - 16:03, 15 Mar, 2017     1091

ქართული არტილერიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხონში, II საარტილერიო ბრიგადას ეწვია. მინისტრთან ერთად ქართველი არტილერისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ხონში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი ჩავიდნენ.

სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით მიმართეს. ლევან იზორიამ არტილერიის მნშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების მოდერნიზების ფარგლებში საჰაერო თავდაცვასთან და ანტისატანკო დანაყოფების გაძლიერებასთან ერთად არტილერიის მნიშვნელოვნად გაძლიერებაც იგეგმება, რაც ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფა გადასცა.

დღესვე საარტილერიო ბრიგადაში ღია კარის დღე მოეწყო, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაეთვალიერებინათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42