მერია ენმ-ს პასუხობს: ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება სცდება ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას
პოლიტიკა - 14:52, 15 Mar, 2017     2404
თბილისის მერია ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია თბილისის მიერის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს მანიპულირებას პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. მერია განცხადებასთან ერთად შესაბამის დოკუმენტაციასაც ავრცელებს.

,,თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს ეხმაურება, თითქოსდა, დედაქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან თანხა გადაურიცხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ ყოფილა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერიის საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

ამასთან, განვმარტავთ, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს მიმართა მოქალაქე დეა გოლიაძემ სწავლის დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე. წერილში ნათქვამი იყო, რომ ოჯახი იმყოფებოდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რასაც თავადვე ადასტურებდა ფაქტებით. (იხ. დანართი 1) გარდა ამისა, განცხადებას თან ერთვოდა ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, 6000 ლარის დავალიანების თაობაზე. (იხ. დანართი 2)

გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, სამსახურმა გაგზავნა შუამდგომლობის წერილი თბილისის მერთან - სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თხოვნის თაობაზე. (იხ. დანართი 3) წერილში ნათლად ჩანს, რომ თანხის გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, მერიის საქმიანობის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მიზნით, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. ამასთან, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, სცდება ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას“ - აცხადებენ მერიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42