,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 14:47, 15 Mar, 2017     12891
,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
ჟურნალისტი ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს:

"მოგესალმებით,
20017 წლის 13 მარტს, ,,ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის მიმართ, რომელიც ამავდროულად არის გაზეთის ოფისმენეჯერი, განხორციელდა პოლიციური ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი უკანონო დაკავება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „ბუტრონორფინის“ ჩადება.

დაკავებისას უხეშად დაირღვა დავით ხარშილაძის უფლებები, მის მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, არის ნაცემი, არ გააცნეს მისი უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება. მის მიმართ დაკავების შემდეგ ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თანდასწრებითაც, რაც დაადასტურა კიდეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულმა განცხადებამ.

საქმეში არსებული დარღვევების შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული დავით ხარშილაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. საჩივრის ასლი გადაეგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს.

დამოუკიდებელი გაზეთი ,,ქრონიკა +“ ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სისტემატურად ანხორციელებს, ამხელს თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ ფაქტებს. ორი კვირის წინ, „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნდა ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების მამხილებელი მასალები, ასევე სისტემატურად ქვეყნდება სუსის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატიები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მუდმივად ადგილი ქონდა დამოუკიდებელი გაზეთის რედაქციის ოფისის უკანონო თვალთვალს, ასევე გაზეთის მთავარი რედაქტორის უკანონო მიყურადებას და მისი გადაადგილების მუდმივ კონტროლს, ასევე მუქარებს შვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო დაკავება და მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჩადება არის მიზანმიმართული დევნა პირადად მის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან და გაზეთის კრიტიკულ პოზიციასთან.

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და ითხოვს შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42