,,შემაშფოთბელია ევროპის საბჭოს მიერ ევროპის სასამართლოში დაწუნებული მოსამართლეობის კანდიდატის და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადება ,,რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით. ის სრულ თანხვედრაშია ბოლო დროს ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გამოთქმული პრეტენზიებთან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან მიმართებაში. ქალბატონი გოცირიძის მხრიდან კრიტიკა შეიძლება ჩაივალოს , როგორც ერთი მხრივ დაინტერესებული მხარის განცხადებად , ხოლო მეორე მხრივ ადამიანისა, რომელიც ევროპის საბჭომ , როგორც მოსამართლეობის კანდიდატი დაიწუნა და ის აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
გოცირიძის განხადებით, თურმე ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი განცხადება ,,რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით სცილდება ხსენებული სასამართლოს კომპეტენციას. ძალიან უხერხულია ევროპული სასამართლოს მიმართ კრიტიკის მოსმენა იმ ადამიანისაგან, რომელსაც პრეტენზია გააჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლობაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში ქალბატონ გოცირიძესთან მიმართებაში.
გოცირიძე საუბრობს, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გააძლიერებს მხარეთა ნიჰილიზმს და იმედს გაუცრუებს ქართულ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენისადმი მის მისწრაფებაში, რისი ლეგიტიმური მოლოდინიც გააჩნია ქართულ სამართლებრივი სისტემისაგან და აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების ეფექტიანობაზე, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ ყველა დავაზე.
მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორ აპელირებს ,ქართული ოცნება“ და მისი შემადგენელი ნაწილი - ქალბატონი გოცირიძე საკუთრების უფლებაზე.
ზოგადად, ბოლო პერიდში, დიდია მსგავსება ,ქართული ოცნება“ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა გვზავნილებსა და მოწოდებეში და გოცირიძის დღევანდელ განცხადებაში.
თუ რაიმე აბრკოლებს სასამართლოს საქართველოში ეს არის მისი პოლიტიზირებულობა და მართვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პირიქით, ამკვიდრებს სამართლიანობის განცდას ჩვეს საზოგადოებაში.
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებები ადამიანის ევროპულ, სასამართლოსთან მიმართებაში არის ძალიან საგანგაშო და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს“ , -განაცხადა ლევან სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






