„რუსეთი მეთოდურად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების შემდგომ ანექსიას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სრულ იდიოტურ საგარეო პოლიტიკას. დაწყებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დასავლეთისა და რუსეთის ურთიეთობების დღის წესრიგიდან გაქრობით, გაგრძელებული სრულიად უაზრო, მხოლოდ ზიანის მომტანი კარასინ-აბაშიძის ფორმატით და დასრულებული ზოგადი ენის მოჩლექით საუბარი ოკუპანტთან არსებულ პრობლემებზე და რბილი დათმობების პოლიტიკით.
რუსეთი მუდმივად გვახსენებს, რომ მას აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები ჩვენს რეგიონში, რაც პუტინის რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას შეუძლებელს ხდის, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას ან არ სურს, ან ვერ ახერხებს საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების სახით“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






