როგორც დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, იგი გაეცნო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშრებით დოკუმენტაციას, რაც ცხადყოფს, რომ სუფთა პოლიციური ოპერაცია იყო ჩატარებული. დავითაია იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ოქმის მიხედვით იკვეთება, კერძოდ, საუბარია დაკავებისა და წარდგენის ოქმებში ერთი და იგივე დროის მითითებაზე, რაც მისი თქმით, შეუძლებელია.
"გავეცანი ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციას, რაც ცალსახად ცხადჰყოფს, რომ იყო ჩატარებული სუფთა პოლიციური ოპერაცია, რაც ნიშნავს ნარკოტიკების ჩადებას იმიტომ, რომ იქ პირდაპირ არის აღნიშნული დაკავების ოქმი. წარდგენის ოქმში დროებიც კი ერთია დაკავების. მათ იმის ჭკუაც კი არ ეყოთ, რომ დროები ცალ-ცალკე მიეთითებინათ. არ არსებობს ადამიანის დაკავება და პოლიციაში მიყვანა ერთი და იგივე დროს განხორციელდეს. ეს ყოვლად შეუძლებელია. ცალსახად ჩანს, რომ გამოძიებას არ მიუმართავს ზემდგომ პროკურორისთვის იმიტომ, რომ სამართლებრივად ასეთი ოქმის ჩვენებისთანავე პროკურატურამ უნდა გააკეთოს სწრაფი რეაგირება და დაუყოვნებლივ დარღვევების პერიოდში ადამიანი გათავისუფლებული უნდა იყოს. მივესალმები სახალხო დამცველის განცხადებას, როგორც ჩემთვის ისევ მისთვის ცნობილი იყო დარღვევები რაც გატარდა კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე სასწრაფოდ მივმართავ საქართველოს პროკურატურას გააკეთოს სწრაფი რეაგირება სახალხო დამცველის მიმართვაზე იმიტომ, რომ ოქმში ცალსახად ჩანს, რომ გამოძიებამ არ მიმართა პროკურორს. აქედან გამომდინარე მივმართავ საქართველოს პროკურატურას სწრაფი რეაგირება გააკეთოს ომბუდსმენის მიმართვასთან დაკავშირებით“- განაცხადა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის ვაჟი ორი დღის წინ დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ელისო კილაძემ ბრალდებულის დაკავების ოქმი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა:



მასალის გამოყენების პირობები






