"საქართველოს შეუძლია, განაგრძოს ცხოვრება გამოგონილ სამყაროში" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება
პოლიტიკა - 13:27, 15 Mar, 2017     13893
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს ეხება.

მარიონეტული რეჟიმი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს "სუვერენულ აფხაზეთში" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

"საქართველის საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგ განცხადებაში უკვე მერამდენედ გაჟრეღდა ცნობილი პროპაგანდისტული კლიშეები „ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის“, „არაკანონიერი არჩევნების,“ „საქართველოს ტერორიტორიის ოკუპაციის“ შესახებ.

რამდენიც უნდა იმეცადინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტულ რიტორიკაში, ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და არც შეუძლია გავლენა მოახდინოს სუვერენულ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა წარმოადგენს ჩამოყალიბებულ, სუვერენულ სახელმწიფოს, ქვეყნისთვის აუცილებელი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტით, რომელიც ცხოვრობს თავისი კანონებით და ურთიერთობების დამყარებით იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც სოხუმის ინტერესებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

თუ ამის შემჩნევა არ უნდათ, ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა. შეუძლიათ განაგრძონ ცხოვრება გამოგონილ სამყაროში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ხელს შეუწყობს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ადეკვატურ აღქმას" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42