ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:14, 15 Mar, 2017     967
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერ დავით ნარმანიას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის წევრების მტკიცებით, მაღალჩინოსნის ლობირების შედეგად, მერიის სარეზერვო ფონდიდან უსაფუძვლოდ მოხდა სტუდენტის სწავლის დაფინანსება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ და ენმ-ის წარმომადგენელმა თორნიკე ბიკაშვილმა ისაუბრეს.

„მიუხედავად ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე კანონის გვერდის ავლით.

საქმე ეხება 2016 წლის 12 იანვარს მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულ 6 000 ლარს სწავლის დაფინანსებაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქისათვის კოდით 07.05.03. პიროვნებისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი. მისი მშობელი მუშაობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში , ხოლო თვითონ როგორც მისი facebook გვერდიდან ირკვევა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

მიუხედავად ქვეყანაში მყოფი უამრავი სტატუს შეჩერებული სტუდენტისა , რომელთაც სტატუსი მხოლოდ იმიტომ შეუჩერდათ, რომ მათ არ აქვთ სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა.

მიუხედავად უამრავი ადამიანისა, რომელიც ესოდენ საჭიროებს სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას, ნარმანია კვლავ აგრძელებს თბილისელების ბიუჯეტის ხარჯზე კანონის უხეში დარღვევით თავისი სურვილისამებს განკარგოს თბილისელების ბიუჯეტი. სულ ახლო მაგალითი, რომ მოვიყვანოთ თბილისში გვყავს ათეულობით ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრე, რომლებიც მერიისაგან ითხოვს ერთჯერად დახმარებას. თუმცა ნარმანია მათ უარს ეუბნება, როგორც ჩანს ეს ადამიანები არ შედიან მისი ინტერესების სფეროში .

ჩვენ მივმართავთ შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და გამოიძიონ აღნიშნული საქმე! სადაც ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და თანხების არამიზნობრივად ხარჯვას. ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებებისათვის. დედაქალაქი და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ უღირს მერს"- აცხადებენ ენმ-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42