„რუსეთის ფედერაციის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არანაირი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ არის. საუბარია უკვე ოკუპაციიდან ანექსიაზე გადასვლაზე და ეს ითვალისწინებს საჯარო ფორმირებების არსებობას, რომელიც იქნება ერთიანი და იქნება რუსეთის ფედერაციიის ჯარები. ეს არის ანექსიის დასაწყისი, შემდგომი ნაბიჯი იქნება პოლიციის სტრუქტურებისა და სხვა სოციალური სიტემების ჯანდაცვის სამინისტროს, საგადასახადო სისტემის გაერთიანება. საბოლოო ნაბიჯი იქნება ე.წ სამხრეთ ოსეთის შეერთება რუსეთის ფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ატეხოს განგაში, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის დაწყება. მივმართოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იყოს ღია სუბრები და ჩუმ პოზიციაში ნუ არიან. არაა საკმარისი, მხოლოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება - აუცილებელია რადიკალური მოქმედებები ჩვენს პარტნიორებთან ერთად“- განაცხდა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






