საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი სოფელ ხურვალეთში ყოფნისას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ნაწილის რუსეთის არმიის შემადგენლობაში გადასვლის თაობაზე, „არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაზიანება."
„სამხედრო კომპონენტი არ არის მხოლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაზე, რა თქმა უნდა რუსეთის მილიტარიზაცია უკვე გაცდა ეროვნული საფრთხის მასშტაბს, შავი ზღვის რეგიონის მიმართულებით არის ეს ყველაფერი გამიზნული. ნებისმიერი ქმედება რომელიც, სამხედრო თვალსაზრისით მიმდინარეობს, ეს არის პირდაპირ ევროპულ უსაფრთხოებაზე დამიზნებული“- განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის წინადადება უკვე დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მასალის გამოყენების პირობები






