ე.წ. ოსური ცალკეული საჯარისო ფორმირებების რუსულ არმიაში გაერთიანების დოკუმენტს მკაცრად აფასებს საქართველოს საგარეო უწყება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განაცხადა, რომ ეს არის მოსკოვის მხრიდან მორიგი პროვოკაცია და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა.
„ეს არის დარღვევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების. რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება 2008 წლის აგვისტოდან, სრულად აკონტროლებს იქ უსაფრთხოების სიტუაციას, ამ მხრივაც არაფერი იცვლება. ეს არის მორიგი ნაბიჯი გადადგმული საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ, ეს არის მორიგი პროვოკაცია რუსეთის, მიმართული, რომ რეგიონში დესტაბილიზაცია იყოს,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






