რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის მაოდგილე თამარ ჩუგოშვილი აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სრული პატივისცემა აქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ:
“ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიუღია, კონკრეტულად ამ მუხლებთან დაკავშირებით, შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ ყოფილა. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია. მე მქონდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პირებს გავსაუბრებოდი ამ საკითხთან დაკავშირებით. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს არის სასამართლო, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე. ჩვენ სრული პატივისცემა გვაქვს ევროპული სტრუქტურების მიმართ და შესაბამისად, ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






