პოლონეთისა და ესტონეთის საგარეო უწყებებმა საქართველოს მხარდამჭერი პოზიციები დააფიქსირეს
პოლიტიკა - 10:00, 15 Mar, 2017     1317
13 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც მკაცრად გმობს აფხაზეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას, აფხაზეთის ტერიტორიაზე “საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებას, ასევე, წინასწარ განცხადებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

„სეპარატისტული სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და თბილისის კანონიერი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის სადემარკაციო ხაზზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვა (ნაბაკევი-ხურჩა და ორსანტია-ოტობაია); 2017 წლის 12 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარება და ასევე, 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ე.წ. „რეფერენდუმის“ გამოცხადება, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პროვოკაციული და არაკანონიერი ქმედებებია, რომლებიც ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის არაღიარებული, სეპარატისტული მთავრობების მიერ, თბილისში ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც 8 წელზე მეტია ოკუპირებულია“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის უცვლელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პოლონური მხარე მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ატარებს სუვერენული საქართვლოს კუთვნილი ტერიტორიის უკანონო ანექსიისათვის მზადების ნიშნებს, რამაც შეიძლება სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლებების ქმედებები არ უწყობენ ხელს რეგიონში უსაფრთხოების რთული ვითარების დარეგულირებას, დამატებით ართულებენ ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და აფერხებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

თავის განცხადებაში, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს მოუწოდებს დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებისაკენ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის პოლიტიკური გადაჭრის მიღწევის მიზნით, რეგიონების, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად რჩება.

აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელებში ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ე. წ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, არაკანონიერია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების Twitter-ის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42