,,არჩევანის“ ეთერში ბათუმის მოვლენებზე საუბრისას ერთმანეთს დაუპისირპირდნენ ნიკა მელია და ოთო კახიძე. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძე იმ ფრაზის გამო გააკრიტიკა, სადაც ,,ევრიპული საქართველოს“ წევრმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ აბსურდული სოლიდარობა გამოუცხადა ვანდალიზმს“.
,,მრცხვენია შენს მაგივრად, ჩემო ოთო კახიძე...“ - მიმართა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, სოლიდარობას მანამდე გამოუცხადებენ მოქალაქეებს, ვიდრე ისინი კანონის ფარგლებში გამოხატავენ საკუთარ პროტესტ. მელიას თქმით, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია იდგა იქ და უცხადებდა სოლიდარობას ბათუმის აქციის მონაწილეებს, ახლა კი შეცვალეს დამოკიდებულება.
ნიკა მელიას განცხადებით, ევროპულ საქართველოს მანდატების „მიწებების არ შერცხვათ" და მათგან ამის თქმა მიუღებელია.
„ნაცრის თავზე დაყრას, რომ ეძახი შეცდომის აღიარებას, ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება“ - უპასუხა ოთარ კახიძემ ნიკა მელიას და უთხრა, რომ ,,შეცდომების აღიარების“ არ უნდა შერცხვეს.
მასალის გამოყენების პირობები






