წულუკიანის უწყებამ საჭირო საბუთების შეტანის ვადა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 2017 წლის 13 აპრილამდე გაახანგრძლივა - ეს უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციიდანაც ნათლად ჩანს.
ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი მამუკა ჟღენტი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ "როგორც სჩანს, შიგნით სასურველ კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ".
"სტრასბურგის მოსამართლეობის წულუკიანისებური საგა გრძელდება. ყოველგვარი განმარტებებისა და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, შეცვალეს განცხადებების მიღების ვადა და გააგრძელეს 2017 წლის 13 აპრილამდე. როგორც ჩანს სასურველ კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ შიგნით.
სწორედ ასეთი გაუმჭვირვალე და კვლავ პოლიტიზირებული პროცედურები ბადებენ ეჭვებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში. განზრახ აკეთებენ ამას თუ გაუფრხილებლობით, შედეგი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯისთვის არის სავალალო. აუცილებელია ჯერ ერთი საკუთარ ვებ გვერდზე დაალაგონ და გაასწორონ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია და ამასთან ახსნან, რას ემსახურება აღნიშნული გაგრძელება" - უთხრა ახალი ერთობა საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას.
"ნიუპოსტი" იუსტიციის სამინისტროს კომენტარის მოპოვებას ცდილობს.



მასალის გამოყენების პირობები






