ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, გედევან ფოფხაძე რუსთავი2-ის საქმეს კვლავ ორ სუბიექტს შორის არსებულ დავად აფასებს.
დეპუტატი ამბობს, რომ "ქართული ოცნება ნეიტრალური მაყურებელია".
„ეს იყო დავა ორ კერძო სუბიექტს შორის და ხელისუფლების დამოკიდებულება იყო შესაბამისი,“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში დავის განხილვის დროს სახელმწიფოს კერძო მოტივაცია არ ექნება.
„მოტივაცია ექნება ერთადერთი, რომ პროცესში შენარჩუნდეს ის სამართლებრივი ძირითადი მიმართულება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა შიდა ეროვნული სასამართლო სისტემაში დავის დროს და ახლაც უნდა გაკეთდეს იგივე. აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე საკუთრების უფლება ერთნაირად მნიშვნელოვანია და ამ ორ უფლებას შორის რაიმე უპირატესობის განსაზღვრა იქნება ყოვლად დაუშვებელი,“ - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






