ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი ენმ-სა და „ევროპული საქართველოს" წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:18, 14 Mar, 2017     1169
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.

დღეს გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად შესულ კანონთა პაკეტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა, ფარული მოსმენების კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთანაც გამართა შეხვედრა.

„ჩვენ ვსაუბრობთ კანონში არსებულ ორი ტიპის პრობლემაზე. პირველი - რამდენად იქნება შესაბამისი ახალშექმნილი სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის და მეორე - ამ კანონმა შესაძლოა გაუმართლებელი ტვირთი დააკისროს ბიზნესს, რადგან ბევრგან კანონში მითითებულია, რომ სააგენტო იყენებს ბიზნესის და ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო კომპანიების რესურსებს სასყიდლის გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ხვალ პრეზიდენტი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42