"სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდია და პოლიტიკურით- სიბეცე"- გვარამია გახარიას პასუხობს
პოლიტიკა - 17:56, 14 Mar, 2017     2825
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. გიორგი გახარია რუსთავი2-თან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლოში საკუთრების უფლების უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენი დავა სწორედ ამ ორი უფლების კომპოზიციური გაერთიანებაზეა იმიტომ, რომ საკუთრების უფლების წართმევა იყო პლატფორმა იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება წაერთმიათ. სიტყვის თავისუფლების წართმევა იყო მიზანი, მაგრამ სამართლებრივი კომპოზიციის თვალსაზრისით თანმდევი შედეგი საკუთრების უფლების წართმევის. ამიტომ ჩვენ სამართლიანი სასამართლოს უფლება რომ ჩამოგვერთვა, სწორედ საკუთრების უფლება დავკარგეთ ამის გამო და ამას მოჰყვა სიტყვის თავისუფლების დაკარგვის საშიშროება. ეს მივწერეთ სტრასბურგს და ეს არის გაზიარებული,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაპირისპირებას ტყუილად ცდილობს მმართველი გუნდი. მისი თქმით, სამივე ინსტანციის სასამართლომ საკუთრების უფლება არ დაიცვა.

„თუ სტრასბურგში ჩვენ გავიმარჯვებთ და იტყვიან, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გვქონია, საერთაშორისო კონვენციებითაც და ქართული კანონმდებლობითაც ეს უფლება გაუქმდება და საკუთრების უფლება დაუბრუნდება იმას, ვისიც იყო ამ დავის დაწყვებამდე და შესაძლოა, დავა მხოლოდ თავიდან დაიწყოს ან საერთოდ აღარც გაგრძელდეს. ამაზეა საუბარი და ტყუილად ლაპარაკობენ, რომ სტრასბურგი მე-4 ინსტანცია არ არის, საკუთრების უფლებას მაშინ რა ვუყოთ. აბსოლუტური აბსურდია ეს ყველაფერი სამართლებრივი თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით - სიბეცე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42