პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 17:31, 14 Mar, 2017     771
გამოვლენილი სამართალდარღვევების გაზრდილი მაჩვენებლები, გაზრდილი მიმართვიანობა და ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მიმოიხილავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოწვევებს, გამოვლენილ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების შედეგებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

2016 წლის განმავლობაში მიღებული განცხადებებისა და ინსპექტირების შედეგად ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავება შემდეგ ორგანიზაციებში/სექტორებში შეისწავლა:

შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 221 ფაქტი; 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა; 35-ს მიეცა გაფრთხილება; არაერთ საჯარო და კერძო დაწესებულებას დაევალა მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია; 47 შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, ხოლო 6 შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, საქმე გადაეცა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.

2015 წელთან შედარებით 2016-ში 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა; ასევე 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი;


ინსპექტორის მიერ განხილული 216 განცხადებიდან 121 მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების საკითხს უკავშირდებოდა; აქედან, განცხადებების დიდი ნაწილი ეხებოდა მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებზე წვდომას და მათი სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებას, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისას ინსპექტორმა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 47-ჯერ არ გასცა თანხმობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე - მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმების დროს გამოვლენილი ტექნიკური შეცდომის ან განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა/ბუნდოვანების გამო. 2015 წელთან შედარებით 28 ერთეულით არის გაზრდილი ინსპექტორის აპარატში შემოსული მოსამართლის განჩინებების რაოდენობა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, ხოლო შუამდგომლობების რიცხვი ვადის გაგრძელების თაობაზე 6-ით არის შემცირებული.


პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით ინსპექტორს 2016 წელს 48 მოქალაქემ მიმართა. აქედან, გამოვლინდა დარღვევის 30 შემთხვევა, 27 შემთხვევაში დამრღვევ ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 3 შემთხვევაში სანქციის შეფარდება ვერ მოხდა კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მომზადდა ინსპექტორის აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია; განისაზღვრა უწყების ღირებულებები, მისია, ხედვა, ძირითადი მიზნები და 2-წლიანი სამოქმედო გეგმა; პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და საგანმანათლებლო მიზნით არაერთი შეხვედრა და საინფორმაციო კამპანია განხორციელდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო წინადადებებზე; ინსპექტორის აპარატის ჩართულობით გაღრმავდა ევროპის საპოლიციო სამსახურთან (ევროპოლი) თანამშრომლობა. ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით დაიწყო მუშაობა მედიისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე, რომელთა მთავარი მიზანი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების გაშუქებისას ბალანსის დაცვის წახალისებაა. ინსპექტორის აპარატმა უმასპინძლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პირველ კონფერენციას. გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა სხვა ქვეყნების მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ინსტიტუციებთან.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს. ეს ინსპექტორის რიგით მეოთხე ანგარიშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42