საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ შესახებ ისაუბრა. მიშველაძის განცხადებით, თელავის შემდეგ, შეხვედრა 20 მარტს თბილისში გაიმართება:
„მინდა ასევე გაცნობოთ, რომ ძალიან წარმატებით დაიწყო პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“.
პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა უნივერსიტეტსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
როგორც იცით, კამპანიის მიზანია კონსტიტუციაში ცვლილებების პროცესში, საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველყოფა. ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრისას სტუდენტების მხრიდან გამოითქვა არა ერთი საინტერესო წინადადება, თუ როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, როგორ შევქმნათ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი, უფრო სამართლებრივი სახელმწიფო.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, მთავარი არის ის, თუ რას ფიქრობს საზოგადოება, შესაბამისად, ხალხის ხმა უნდა იყოს გაგონილი და მათი შეხედულებების ასახავა უნდა მოხდეს კონსტიტუციაში. პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.
შემდეგი შეხვედრა შედგება 20 მარტს, თბილისში გაიმართება“, - განაცხადა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






