საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. ფარული მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშრებით ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გაიმართბეა:
„ე.წ. ფარული მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს იწყება კონსულტაციები პარტიებთან.
თქვენ იცით, ჩვენ შევთავაზეთ უმრავლესობას და უმცირესობას კონსულტაციების გამართვა, თუმცა დადებითი გამოხმაურება მხოლოდ ოპოზიციისგან მივიღეთ.
დღეს გაიმართება კონსულტაციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან. ხვალ კი „პატრიოტთა ალიანსთან“ შედგება შეხვედრა.
პრეზიდენტი მოისმენს მათ შეხედულებებს, გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს და შემდეგ, უკვე კანონით დადგენილ ვადაში მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






