"ჩვენ გაზაფხულის არდადეგები დავაბრუნეთ"- პრემიერმა ბავშვებისთვის მთის კურორტების აუცილებლობაზე ისაუბრა
პოლიტიკა - 13:21, 14 Mar, 2017     2242

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

„რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ, მართლაცდა, კარგი შესაძლებლობით, რათა გაჯანსაღდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უკეთესია. პირველი წელია, რაც ჩვენ დავაბრუნეთ საგაზაფხულო არდადეგები და მე იმედი მაქვს, რომ ეს მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო თუ სპორტული სკოლა უკვე ინფრასტრუქტურას ამზადებს იმისთვის, რომ დასვენება იყოს ხელმისაწვდომი. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტზე დასვენება არის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება, მაგრამ რაც უფრო მასიურს გავხდით მას, მით უფრო გავაიაფებთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა," - აღნიშნა პრემიერმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში ზამთრის კურორტებზე დაახლოებით 10 000-მდე ბავშვმა დაისვენა.

„სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, მთლიანი სტატისტიკით ამ არდადეგებზე 10 000-მდე ბავშვი იმყოფებოდა ზამთრის კურორტებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 300 ბავშვი მცირე სკოლებიდან , სახელმწიფო დაფინანსებით, დავასვენეთ ზამთრის კურორტებზე. მათი უმეტესობა, შესაძლოა, არ იყო ზამთრის კურორტზე ნამყოფი. დიდი გეგმები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს მასშტაბები იქნება ბევრად დიდი. ფედერაციაც ძალიან დაგვეხმარა, ჩატარდა შეჯიბრებები ზამთრის სპორტის სახეობებში. სპორტული სკოლები იყვნენ აქტიურად ჩართულნი და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ იმუშავა ძალიან კარგად," - განაცხადა განათლების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42