"სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე, მასთან დაპირისპირება მქონდა"- კილაძე
პოლიტიკა - 12:16, 14 Mar, 2017     7661
გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, აცხადებს, რომ მისი შვილის დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ნივთმტკიცებულებების გაყალბებას.


ელისო კილაძის თქმით, მომხდარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა.

„ის არის სუფთა, ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფება, დამატებით გადატანილია ეს ნიმუშები დალუქულ მდგომარეობაში, ექსპერტიზაზე. ორი პაკეტი არ ვიცით ჩვენ ჯერჯერობით რა არის, გაურკვეველი ფხვნილია და ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყო 260-ე მუხლით გამოძიება. არ მომხდარა მისი არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, ისევე როგორც არ მომხდარა მისი ავტომობილის ჩხრეკა, რომლითაც ის გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან დიდი ხნის დაპირისპირება.

ვიცი იმ ორი ინფორმატორის ვინაობა, სახელებით და გვარებით, ფოტოები მაქვს მათი და სახეებზე. თვითმხილველებმა მითხრეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დილიდან იქ იყო პოლიცია მობილიზებული, მე ვიცი ვისთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს შვილს, ერთი მათგანი დაკავებული იყო სწორედ ნარკოტიკებზე, საკმაოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკზე და ის გაათავისუფლეს ორი კვირის წინ,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დავით ხარშილაძე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და სხვადასხვა პროცესუალურ დარღვევებს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს შუბლის არეში დაკავებულს აღენიშნება.

დავით ხარშილაძე ბრალდებას არ აღიარებს. დღეს 14:00 საათზე დაკავებულის ახლობლები დიღომში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან შეიკრიბებიან.

ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე გუშინ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.

კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42