NATO-ს გენმდივნის ანგარიშში საქართველო ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად არის მოხსენიებული
პოლიტიკა - 11:42, 14 Mar, 2017     1707
2017 წლის 13 მარტს გამოქვეყნდა ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიში, რომელიც გასულ წელს ალიანსის მიერ გაწეული საქმიანობას ასახავს. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები.

დოკუმენტში საქართველო მრავალი კონტექსტით არის ნახსენები. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

აღსანიშნავია, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოზე საუბრობს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. როგორც იანს სტოლტენბერგის ანგარიშშია აღნიშნული „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ალიანსის ფუძემდებლური პრინციპი და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ პოლიტიკას. 2016 წელს ალიანსში მოწვეულ იქნა მონტენეგრო. მისი მიწვევა არის ნათელი დადასტურება, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის ვისაც სურთ გაწევრიანება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით, ალიანსი აგრძელებს მუშაობას ასპირანტ სახელმწიფოებთან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია. ნატო-ს აქვს თანამშრომლობის ძლიერი პროგრამა თითოეულ ამ ქვეყანასთან, რათა დაეხმაროს მათ რეფორმების განხორციელებასა და ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში“ -ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.

ცალკე ქვეთავი ეძღვნება ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების საკითხებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება პაკეტის საშუალებით ხორციელდება. ნატო საქართველოს სთავაზობს ექსპერტულ დახმარებას სტრატეგიული დაგეგმარების, სპეციალური დანიშნულების ძალების და სამხედრო პოლიციის, ლოგისტიკის, ავიაციის, საზღვაო, საჰაერო თავდაცვის მიმართულებებით. პაკეტის ფორმატში საქართველოში იმართება ნატო-ს წვრთნები (გაიმართა 2015 და 2016 წლებში) და ასევე, საქართველო მონაწილეობს ალიანსის წვრთნებში. პაკეტის ფარგლებში საქართველოში დაფუძნდა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული ნატო-ს რეგულარული კონსულტაციები აქვს საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორთან. მათ შორის ალიანსი აგრძელებს მუშაობას თავსებადობის გაუმჯობესებაზე როგორც ნატო-ს წევრ, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველო 5 პარტნიორ ქვეყანასთან ერთად არის თავსებადობის პლატფორმის წევრი (ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, საქართველო, შვედეთი) და მათ აქვთ თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატები, მონაწილეობენ წვრთნებში და მართავენ კონსულტაციებს ალიანსის წევრებთან უსაფრთხოების საკითხებზე.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნულია, რომ ქვეყანა 870 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ალიანსის არა-წევრ ქვეყნებს შორის.

მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ „2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისა და ისლამური სახელმწიფოს მიერ მოსულის დაკავების შემდეგ დადგა ახალი ეპოქა, როდესაც ალიანსის ყურადღება ორი მიმართულებით არის კონცენტრირებული. ესენია კოლექტიური თავდაცვა და კრიზისების მართვა, რაც გულისხმობს უსაფრთხოების გაზრდას ალიანსის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისით არის ნახსენები ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება ბალტიის ზღვის ქვეყნებში და ასევე შავ ზღვაზე, მრავალეროვანი ბრიგადის სახით, რომელსაც წარუძღვება რუმინეთი“- ნათქვამია გენერალური მდივნის ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42